მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი მოლოდინი აქვს ბიზნესს 2021 წლის პირველი კვარტლისთვის

5ffaaf35b97eb
ელენე გოგბერაშვილი
10.01.21 14:30
956
2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მცირე ნაწილი (15.1%) თვლის, რომ დაქირავებულთა რაოდენობას გაზრდის, ხოლო 28.3% – კლებას ვარაუდობს. კომპანიათა უმეტესობა კი(56.6%) არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას. 

BAG ინდექსში აღნიშნულია, რომ  2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, გამოკითხულთა მცირე ნაწილი მრეწველობის (20%), მომსახურების (12%), მშენებლობის (16.7%) და ვაჭრობის (17.6%) სექტორებში გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, გამოკითხული კომპანიების 32.1% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას, მაშინ როცა 52.8% არ ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას, ხოლო 15.1%-ის მოლოდინია რომ ფასები დაიკლებს.

"2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მომსახურების (64%) და მშენებლობის (66.7%) სექტორებში არ მოელის გაყიდვების ფასების ცვლილებას. ვაჭრობის და მრეწველობის სექტორებში მსგავსი მოლოდინი, შესაბამისად, 35.3% და 40%-ს აქვს.

2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიების ნახევარი გაყიდვების/მშენებლობების რაოდენობის კლებას ვარაუდობს.

2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, მრეწველობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 80% თვლის, რომ ადგილობრივი წარმოება შემცირდება.

2021 წლის I კვარტალში, 2020 წლის IV კვარტალთან შედარებით, მომსახურების სექტორში გამოკითხული კომპანიების 32% მოელის გაყიდვების კლებას, ხოლო ვაჭრობის სექტორში – 52.9%"- აღნიშნულია BAG ინდექსში.