მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივებისთვის საჭირო პროცედურები

5e9d8293f2026
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.20 17:04
1721
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურებს განმარტავს და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ საგანგებო მდგომარების 10 მაისამდე გაგრძელებას მხარს უჭერენ.

„პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს 10 მაისამდე. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ჯგუფში და მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ, ჯერჯერობით, საქართველო წარმატებულად ართმევს თავს COVID-19-თან ბრძოლას და გვინდა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ მინიმუმამდე ამ რისკების დაყვანა, რათა შემდგომ პერიოდში შევძლოთ ამ შეზღუდვების მოხსნა, ეტაპობრივად, ეკონომიკის განვითარებისთვის.

პროცედურულად, სავარაუდოდ, 21 აპრილისთვის იქნება პრემიერის და პრეზიდენტის თანახელმოწერები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რაც არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ პარლამენტში შევიკრიბებით დაუყოვნებლივ და ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ამას გამოაცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე 22 აპრის და ჩვენ - უმრავლესობა მხარს დავუჭერთ ამ გადაწყვეტილებას“, - განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომაროება ძალაში მისი გამოცხადებისთანავე შედის, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას მაინც მოისმენენ.

„საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, თუმცა პარლამენტში ჩვენ მაინც გვექნება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მოვისმენთ პრეზიდენტისგან იმ არგუმენტებს, რის გამოც გრძელდება საგანგებო მდგომარეობა“, - აღნიშნა მან.