მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ROLEX-მა მეორეული საათების სერტიფიცირება დაიწყო

638df9e34c5f0
გიორგი თოლორდავა
05.12.22 21:00
909
შვეიცარიული ძვირად ღირებული საათების მწარმოებელმა კომპანია Rolex-მა მეორეული საათების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო.

საწყის ეტაპზე სერტიფიკატებს Bucherer-ის მაღაზიაში წარმოდგენილი საათები მიიღებენ. Rolex-ის ოფიციალური სერტიფიკატი იმას გულისხმობს, რომ საათი ნამდვილად ორიგინალია, არ აქვს შეცვლილი დეტალები და მონაცემთა ბაზაშია შეყვანილი.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, სერტიფიკატი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ კლიენტი არ ტყუვდება და ის Rolex-ის ასლს არ ყიდულობს.

Bucherer-ის მაღაზიები ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაშია ხელმისაწვდომი. მართალია, სერტიფიცირებული საათების შეძენა მხოლოდ ზემოხსენებულ ქსელში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ეტაპობრივად პროგრამა სხვა მაღაზიებზეც გავრცელდება.