მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rolls-Royce-ი რეკორდული ზარალის შესახებ განცხადებას აკეთებს

604a289dde518
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.21 19:30
938
თვითმფრინავის ძრავების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Rolls-Royce-ი რეკორდული ზარალის თაობაზე განცხადებას აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ყველაზე რთული პერიოდი უკან მოიტოვეს“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, Rolls-Royce-ის ზარალმა 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა 2020-ში, მაშინ როდესაც 2019 წელი 583 მილიონი გირვანქა სტრელინგის მოგებით დახურეს.

Rolls-Royce-ის ხელმძღვანელი უორენ ისტი აცხადებს, რომ გასული წელი კომპანიისთვის უპრეცედენტოდ ნეგატიური იყო, რაც კორონავირუსის გამო შემცირებულ მოთხოვნასთან იყო დაკავშირებული.

თუმცა უორენ ისტი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს იმედით უყურებენ, რადგან უკვე გამოჩნდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რაც, მისი ვარაუდით, წლის მეორე ნახევრიდან ფრენების აღდგენას შეუწყობს ხელს.

„გასული წელი უპრეცედენტოდ რთული იყო, რამაც ჩვენს ბიზნესზე ნეგატიურად იმოქმედა, თუმცა ჩვენ პანდემიას რესტრუქტურიზაცია დავუპირისპირეთ. სამწუხაროდ, მოგვიწია სამუშაო ადგილების შემცირებაც“, - განაცხადა უორენ ისტმა.

უორენ ისტი თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას მიმდინარე წელსაც არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, ეს დაახლოებით 2,000-მდე სამუშაო ადგილს შეეხება.

Rolls-Royce-ი მსოფლიო მასშტაბით 3 დიდ ქარხანს ფლობს, რომლებიც თვითმფრინავის ძრავების აწყობაზე მუშაობენ, კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 50,000 თანამშრომელი ჰყავს.