მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები თავდაცვაზე ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ - თუმცა საინტერესოა, რომელი კომპანიები არიან თავდაცვაზე პასუხისმგებლები და რა არის მათი წლიური შემოსავალი?
ამ კითხვებზე პასუხებს Visual Capitalist-ის მიერ შედგენილი რეიტინგი სცემს, სადაც კომპანიები 2022 წლის შემოსავლების მიხედვითაა დალაგებული. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ამ კომპანიების მიერ მხოლოდ თავდაცვიდან მიღებული შემოსავლებია განხილული და არა მათი სრული მოგება. ეს იმიტომ, რომ ბევრი კომპანია, მათ შორის, მაგალითად, Boeing-ი, თავდაცვისგან განსხვავებული ინდუსტრიებიდანაც იღებენ შემოსავალს.
რეიტინგის პირველ სამ პოზიციას ამერიკული კომპანიები: Lockhead Martin, RTX Corp და Northrop Grumman-ი იკავებენ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვს. Lockhead Martin 1995 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც საბრძოლო ვერტმფრენების წარმოებითაა ცნობილი, თუმცა ის NASA-სთანაც თანამშრომლობს კოსმოსური ხომალდების შენებაში. RTX Corp-ი კი აშშ-ში სამხედრო აღჭურვილობის წარმოებით გამოირჩევა, რომელთა შორისაცაა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა - Javelin. რაც შეეხება Northrop-ს, 1994 წელს შექმნილმა კომპანიამ მიმდინარე წლის აგვისტოში ოფისი ტაივანშიც გახსნა, რითაც კომპანიის ტექნოლოგიებზე წვდომა დააჩქარა.
რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებენ აზიური კომპანიებიც, რომელთა Top 3-იც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოებია.
რაც შეეხებათ ევროპულ კომპანიებს,TOP 25-ში მოხვედრილი Airbus და Rolls-Royce, როგორც წესი, თავდაცვის ინდუსტრიასთან არ არიან ასოცირებული - Airbus-ი თვითმფრინავების მსოფლიოს უმსხვილესი მიმწოდებელია კომერციული ავიახაზებისთვის, Rolls-Royce კი, მართალია საავტომობილო სფეროსთან ასოცირდება, თუმცა მას BMW-ის შვილობილ Rolls-Royce Motor Cars-თან საერთო არაფერი აქვს.
შემოსავლის მიხედვით მსოფლიოს TOP 10 კომპანია:
კომპანია | ქვეყანა | თავდაცვიდან მიღებული შემოსავალი (მილიარდი, $) | თავდაცვის წილი მთლიან შემოსავალში |
Lockheed Martin | აშშ | 63.3 | 96% |
RTX Corp | აშშ | 39.6 | 59% |
Northrop Grumman | აშშ | 32.4 | 89% |
Aviation Industry Corporation of China | ჩინეთი | 31.0 | 37% |
Boeing | აშშ | 30.8 | 46% |
General Dynamics | აშშ | 30.4 | 77% |
BAE Systems | გაერთიანებული სამეფო | 25.2 | 96% |
China North Industries Group | ჩინეთი | 18.0 | 22% |
L3Harris Technologies | აშშ | 13.9 | 82% |
China South Industries Group | ჩინეთი | 13.5 | 31% |