მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეიტსი ბრიტანულ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობას გეგმავს - The Telegraph

6458bedf9f2e0
გიორგი არონია
09.05.23 01:00
1138

ბილ გეიტსი, რომელიც წლებია, რაც მის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკულ კომპანიას, TerraPower-ს მართავს, პირველი მცირე ზომის მედულარული ატომური რეაქტორის ასაშენებლად გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გეგმავს მონაწილეობას. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობა ბილ გეიტსის კომპანიამ მას მერე გადაწყვიტა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Rolls-Royce-ი, რომელმაც ამ პროექტის შესრულების ვალდებულება აიღო, შესაძლოა, ტენდერს ჩაეხსნას.

გამოცემის თანახმად, თუ ბილ გეიტსის კომპანიამ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა მართლაც მიიღო, ის ქვეყანაში იმავე ტექნოლოგიას დანერგავს, რომელსაც ახლა შტატ ვაიომინგის ქალაქ კემერეში მშენებარე ახალ ატომურ ელექტროსადგურში გამოიყენებს. საუბარია ისეთ აგებულებაზე, რომელშიც გაგრილების ფუნქციას ასრულებს არა წყალი, არამედ ნატრიუმი, რომელსაც სითბოს შთანთქმა გაცილებით ეფექტურად შეუძლია. როგორც ბილ გეიტსი მის ბლოგში წერს, ამ ტექნოლოგიით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინტერესდებიან, ხოლო იაპონურ, კორეულ და ლუქსემბურგულ კომპანიებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.

ამ დროისთვის, გაერთიანებული სამეფოს პირველი მცირე ზომის ატომური რეაქტორი ბრიტანულ Rolls-Royce-ს უნდა აეშენებინა, რომელმაც ამისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 210 მილიონი გირვანქა სტერლინგი უკვე მიიღო. The Telegraph-ის ინფორმაციით, ამ პროექტს და მასში ბრიტანული კომპანიის ჩართვას დიდ მხარდაჭერას გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უცხადებდა, მაგრამ მისი შემცვლელი რიში სუნაკი პროექტის მიმართ მეტად გულგრილადაა განწყობილი. ამგვარად, გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება ტენდერის საერთაშორისო კომპანიებისთვის გახსნას გეგმავს.

მოვლენების ასეთი განვითარება არ აწყობს Rolls-Royce-ს, რომელმაც, The Telegraph-ის ინფორმაციით, ბირთვული რეაქტორების მიმართულებით ახალი კადრების აყვანა მანამ შეაჩერა, სანამ ბრიტანული სახელმწიფო ტენდერის საკითხი არ გაირკვევა. პარალელურად ამისა, Rolls-Royce-ი მოლაპარაკებებს ჩეხეთის ხელისუფლებასთანაც აწარმოებს, მაგრამ, როგორც კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ტუფან ერგინბილგიჩი ამბობს, ჩეხეთამდე, პირველ რიგში, გაერთიანებული სამეფოს საკითხი უნდა გაირკვეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამერიკული თერრაFორმ-ისა და ბრიტანული Rolls-Royce-ის გარდა, ბრიტანულ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობას სხვა კომპანიებიც გეგმავენ, მათ შორისაა GE-Hitachi, Mitsubishi Heavy Industries-ი და Samson-ი. ამასთან, ბრიტანეთში მცირე ზომის მედულარული ატომური რეაქტორების ბრიტანელი მომხმარებლებისთვის მიწოდების თაობაზე, მარტში, კონტრაქტი გააფორმა ამერიკულმა Last Energy-მაც, რომელიც, ამ ეტაპზე, ხელისუფლებისგან შესაბამის ნებართვას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ The Telegraph-ის მიერ გავრცელებული სიახლის პარალელურად, ბილ გეიტსმა 500 მეგავატის სიმძლავრის ახალი ატომური ელექტროსადგური წარმოადგინა, რომელიც შტატ ვაიომინგის ქალაქ კემერერში, სავარაუდოდ, 2030 წელს გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები