მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან კაკულია ელ.კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადების ინიციატივით გამოდის

5f0bf88a579df
ინგა მურუსიძე
13.07.20 10:00
1723
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია გამოდის ინიციატივით, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის პროექტის განხილვა კვლავ გადაიდოს.

როგორც კაკულიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საჭიროა, დღეს კიდევ ერთი დახურული შეხვედრის გამართვა მარეგულირებელსა და პროვაიდერებს შორის, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს.

„ბოლო დღეებში ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი განიხილებოდა და ეს ეხებოდა მაუწყებლებს. ამ კანონის გაწვევა გადაწყვეტილია, თუმცა მეორე ნაწილი, რაც ინტერნეტ მომხმარებლებს ეხებოდათ, ამაზე ჩემი შეთავაზება კომიტეტის წევრებისთვის იქნება ის, რომ დღესაც გადაიდოს მოსმენა, რათა მაქსიმალურად იქნას მიღწული კონსესუსი მარეგულირებლებსა და პროვაიდერებს შორის. ვფიქრობ, ხვალ დილით ჩავატარებთ სხდომას მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი დახურული შეხევედრა ჩატარდება “, - განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, მთავარია, ბიზნეს ოპერატორებს არ დარჩეთ შეგრძნება, რომ მიიღება კანონპროექტი, რომელიც ბიზნესის ინტერსებს დააზიანებს.

ცნობისთვის: 10 ივლისს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ხმაურიანი განხილვის შემდეგ, მეორე დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში“ ცვლილებები შევა. მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.

კანონპროექტში სავარაუდოდ, სწორედ ეს მუხლი შეიცვლება და სპეც.მმართველს კომპანიის აქტივების გასხვისების უფლება აღარ ექნება, თუმცა კანონპროექტის არსებულ რედაქციაში კვლავ შენარჩუნებულია მუხლი, რომელიც კომპანიებში სპეც.მმართველის დანიშვნას გულისხმობს. ეს არის ინიცირებულ კანონპროექტში ერთ-ერთი პუნქტი, რასაც ბიზნესი არ ეთანხმება. 

სპეციალური მმართველი კომპანიის წილებს ვეღარ გაასხვისებს - რა დათმობაზე მიდის ბექაურის უწყება?