მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი ბრიტანეთის უმდიდრესი მოქალაქეების ათეულს გამოეთიშნენ

6287f3324516e
ნინო ტაბატაძე
21.05.22 13:00
1425
სანქცირებული რუსი ოლიგარქები, რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი ბრიტანეთის უმდიდრესი მოქალაქეების ათეულს გამოეთიშნენ - განახლებული სია The Times-მა გამოაქვეყნა.

გავლენიანი გამოცემის შეფასებით, რომან აბრამოვიჩმა გასულ წელთან შედარებით ქონების ნახევარი დაკარგა და ახლა 6 მილიარდი ფუნტით მდიდართა შორის 28-ე ადგილზეა. შარშან კი, მე-8 პოზიციას იკავებდა.

6 საფეხურით დაქვეითდა ალიშერ უსმანოვი, რომელიც ახლა რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა. მას ქონება 10 მილიარდ ფუნტამდე შეუმცირდა. 1 წელიწადში,  რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, "მეტალოინვესტის" მფლობელმა  3.4 მილიარდი დაკარგა.

2.57 მილიარდი ფუნტით გაღარიბებულა მიხეილ ფრიდმანი. The Times-ის შეფასებით, ახლა ფრიდმანი 8.22 მილიარდს ფლობს და ამ ქონებით მდიდარ ბრიტანელებს შორის მე-19-ეა.

აღსანიშნავია, რომ ფრიდმანთან დაკავშირებულმა კომპანიამ უკვე დათმო სრული წილი „ვიონი საქართველოში“ და აპირებს IDS BORJOM-ის ქართული აქტივები საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმოს.

რუს ბიზნესმენებს სანქციების რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდათ.