მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებში შემცირდა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად საქართველოში?

5f625fed84139
თამთა ჯიჯავაძე
17.09.20 00:20
1156
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში დასაქმების დონე წწ -2%-ით შემცირდა, ხოლო კვარტლურად 1%-ით გაიზარდა და ჯამურად 1,684 ათასი ადამიანი შეადგინა, – ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, მნიშვნელოვანი ცვლილება დასაქმების კომპოზიციაში მოხდა: დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა (817.5 ათასი ადამიანი) შემცირდა, წწ -5%-ით, კვარტლურად -4%-ით, მეტწილად ქალაქში დასაქმებულთა ხარჯზე ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა (864.6 ათასი ადამიანი) გაიზარდა, წწ 1%-ით, კვარტლურად 6%- ით, მეტწილად სოფლად დასაქმებულთა ხარჯზე

„თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურების და HORECA სექტორში შეინიშნება, თუმცა რაოდნეობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული“, – წერია მიმოხილვაში.

ამასთან, თიბისი კაპიტალი წერს, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ივლისში, თებერვალთან შედარებით, ხელფასი 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო, რაც დაბალანაზღაურებად სეგმენტში (<1200 ლარი) კლებით არის განპირობებული, მაშინ როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკა აჩვენებს.