„თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე მიიჩნევს, რომ ეპიდემია ეკონომიკის ყველა სექტორზე მეტნაკლებად იმოქმედებს. ამის შესახებ მან BMG-ს გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას განაცხადა.
პაატა ღაძაძის თქმით, ტურიზმი იყო პირველი დარგი, რომელმაც დარტყმა მიიღო და ამის შემდეგ ვინაიდან ის სხვა ბევრი დარგისთვის გენერატორს წარმოადენდა, მოხდა უარყოფითი ეფექტის სხვა დარგებზე გადაცემა.
„ძალიან ძნელია პროცენტული შემადგენლობით გამოიცნო, როგორი ეფექტი ექნება ინფექციით შექმნილ მდგომარეობას სხვადასხვა სექტორებზე. ტურიზმი არ გახლავთ ერთსახოვანი დარგი, ის აგენერირებს მათ შორის უძრავი ქონების ბაზარს, სამშენებლო სექტორს - იცით რომ ძალიან ბევრი სასტუმროები შენდებოდა, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა...
ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ნაწილს, მათ შორის სამომხმარებლო კალათის პროდუქტების მწარმოებლებსა და მომსახურების სექტორს ეს დაეტყობა; შესაძლოა ახლა სასაცილოც იყოს, მაგრამ განათლების სექტორსაც დაეტყობა; ასევე თვითდასაქმებულების ყველა სფეროს დაეტყობა; ზოგადად, სადაც ადამიანის სხვადასხვა პუნქტებს შორის გადაადგილება იყო მაღალი, ეს დაცემულია, სადაც ეკონომიკური აქტივობა უკავშირდება ადამიანების მობილობას, ამ სექტორებსაც დაეტყობა, მათ შორის არის რესტორნები, სურსათის წარმოება, რადგან რესტორნის ბიზნესი დგას სურსათის მიწოდებაზე, დისტრიბუციას და ა.შ.
რა თქმა უნდა დაეტყობა, მაგრამ ეს კიდევ აღარ უნდა გავაღრმავოთ ერთხელ ნათქვამით, იმიტომ რომ ერთხელ ვთქვით და ის ბოლომდე უნდა შევასრულოთ. აქ მაქვს ასეთი წუხილები, რომ უფრო მეტად მოქნილები უნდა, ვიყოთ ვიდრე დღეს ვართ“, - განაცხადა პაატა ღაძაძემ.
„თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორი ამ შემთხვევაში მეტად მოქნილი იქნება.
„რაც შეეხება საფინანსო სექტორს, ის ზედნაშენია რეალური ეკონომიკის და ალბათ უფრო მეტად გადაიტანს, რადგან მეტად დიგიტალიზირებულია, მობილობას არ საჭიროებს, ფინანსურ სერვისებს ვგულისხმობ, მაგრამ იგივე სესხის გაცემაზე აისახება. მაგალითად დაზღვევასაც ეს ძალიან დაეტყო, პრაქტიკულად გაქრება სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც ალბათ 80%-ით შემცირებულია“, - ამბობს ის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი