მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად - რეიტინგი

5de91a02eed26
ირაკლი მაკალათია
05.12.19 18:50
2887
2019 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7.0 % შეადგინა.

გთავაზობთ ტოპ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2019 წლის ნოემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. ნიორზე ფასები გაიზარდა 128.4%-ით
2. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68,3%-ით
3. წიწიბურა - 64,9%-ით
4. საზამთრო - 62,98%-ით
5. ვაშლი - 45,5%-ით
6. მსხალი - 42,7%-ით
7. ატამი - 34,8%-ით
8. მწვანილი - 34,2%-ით
9. ფორთოხალი -31,2%-ით
10. ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30,8%-ით.

თვის ლიდერები (პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა მოცემულ თვეს):
იანვარი: კომბოსტო - 75.0%-ით
თებერვალი: კომბოსტო - 115.8%-ით
მარტი: კომბოსტო - 166.0%-ით
აპრილი: კომბოსტო - 171.9%-ით
მაისი: ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 104.1%-ით
ივნისი: ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი -103.6%-ით
ივლისი: მწვანე ლობიო - 70.1%-ით
აგვისტო: საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით
სექტემბერი: საზამთრო - 91.2%-ით
ოქტომბერი: ნიორი - 96,7%-ით
ნოემბერი: ნიორი - 128.4%-ით

საქსტატის მონაცემებით, ცალკეულ პროდუქტებზე ფასების შემცირებაც დაფიქსირდა. გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2019 წლის ნოემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. USB ფლეშბარათი - ფასი შემცირდა 26.3%-ით;
2. ქალის დემისეზონური (გარდამავალი სეზონის სამოსი) ფეხსაცმელი (-17.7%-ით)
3. გოგოს საზაფხულო ფეხსაცმელი (-15.1%-ით)
4. ქალის დემისეზონური ქურთუკი (-14,7%-ით)
5. ქალის ზამთრის პალტო (-12,3%-ით)
6. მამაკაცის ფეხსაცმელი (-11,7%-ით)
7. ქალის ქვედაკაბა (-10,4%-ით)
8. მამაკაცის შარვალი (-10,0%-ით)
9. სპორტული ფეხსაცმელი (-9,9%-ით)
10. ბიუსტჰალტერი (-9,6%-ით)

მოცემულ ათეულში ფასები ძირითადად შემცირდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში, სადაც ბოლო თვეების ტენდენციად გვაქვს ფასების კლება.

თვის ლიდერები (პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაიაფდა მოცემულ თვეს):
იანვარი: ნიორი (-43.8%-ით)
თებერვალი: ვაშლი (-41.6%-ით)
მარტი: ვაშლი (-39.4%-ით)
აპრილი: ყურძენი (-40.9%-ით)
მაისი: ვაშლი (-35.6%-ით)
ივნისი: კივი (34.3%-ით)
ივლისი: კიტრი (-31.3%-ით)
აგვისტო: მწვანილი (-50.8%-ით)
სექტემბერი: USB ფლეშბარათი (-21.6%-ით)
ოქტომბერი: პომიდორი (-35,7%-ით)
ნოემბერი: USB ფლეშბარათი (-26.3%-ით)