19.აგვისტო .2020 13:16

რომელი პროექტები გადაავადა მერიამ COVID-19-ის გამო - ჩამონათვალი

views 844
უკან

"2020 წელს პროექტების განხორციელების თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ პანდემიის გამო გარკვეულ პროექტებს ჯერ ვერ ვიწყებთ" - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ის ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა, რომელთა განხორციელება 2020 წელს უნდა დაწყებულიყო და აღნიშნა, რომ ისინი მოგვიანებით შესრულდება.

„ასეთი პროექტებია მაგალითად:

- წერეთლის გამზირი, რომლის სრული რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი;
- ქეთევან წამებულის გამზირი - იქაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა;
- ვაჟა-ფშაველა;
- ბაგებიდან საბურთალოზე გადამსვლელი ხიდის პროექტი;
- ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად განახლება და მოწესრიგება;

ეს ის პროექტებია, რომლებიც უკვე უნდა დაგვეწყო და განხორციელებულიყო, ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე ვერ ვიწყებთ, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ პროექტების განხორციელება.

ყველა ის პროექტი, რომელსაც დღეს ვერ ვიწყებთ, არ ნიშნავს რომ არ განხორციელდება, უბრალოდ დროში გადაიწევს, რაც სამწუხაროა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ჯამურად, 2020 წელს დედაქალაქის მერია ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და სხვა პროექტებზე 1.1 მილიარდი ალრის დახარჯვა ჰქონდა დაგეგმილი. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა