მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან შემოდიან საქართველოში უცხოელი ვიზიტორები ყველაზე მეტად? - II კვარტალის სტატისტიკა

62f9f82590d96
გიორგი თოლორდავა
15.08.22 11:44
2611
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1,049 ათასი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 198.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 47.0% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

რაც შეეხება ვიზიტორების განაწილებას ქვეყნების მიხედვით, II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147.7 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.1%-იანი წილით.



2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0%) დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.