მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს

620df47379ca8
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.22 12:14
874
2021 წელს საქართველომ 1,453,707,000 ლიტრი ბენზინის და დიზელის იმპორტი განახორციელა, რაც 2020 წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია.

კონკურენციის სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან, რაც მთლიანი იმპორტის - 22.1% იყო.

მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც საწვავის იმპორტი მთლიანი იმპორტის 19.2% იყო. მესამე ადგილზეა რუმინეთი 18.2%-ის წილით.

საერთო იმპორტის 45.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 54.3% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 64%, ხოლო საერთო იმპორტში - 34.9%.

“თურქმენეთიდან და რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის მარკის საწვავის თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია ბულგარეთიდან და რუმინეთიდან იმპორტირებული ანალოგიური საწვავის თვითღირებულებაზე; თვითღირებულებებს შორის სხვაობა 1 ლიტრი ყველაზე მოთხოვნადი ბენზინ რეგულარის მაგალითზე წლის განმავლობაში არის 6-25 თეთრის ფარგლებში,”- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში.

საწვავის ფასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო წერს, რომ 2021 წელს Platts-ის, ანუ გადამუშავებული საწვავის ფასი გლობალურად 65%-ით გაიზარდა, რისი ზრდის დაბალანსებაც 2021 წელს ლარის 6-7%-იანმა გამყარებამ ვერ შეძლო, ამიტომაც სარეალიზაციო ფასი გაიზარდა.