მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის შეზღუდვის ფონზე, საქართველომ ბელარუსიდან იმპორტი 3469%-ით გაზარდა

მატარებელი ვაგონი ბენზინი საწვავი ნავთობი

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 812 მილიონი დოლარის ღირებულების 904 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა 34.6%-ით, ხოლო რაოდენობრივად ზრდა 11.8%-ს შეადგენდა, რაც დაკავშირებულია საწვავის ღირებულების მკვეთრ მატებასთან. თუკი 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში შემოსული ნავთობპროდუქტების საშუალო ფასი ტონაზე 746 დოლარს შეადგენდა, 2026 წლის პირველ ნახევარში ერთი ტონის საშუალო ფასი 998 დოლარამდე გაიზარდა.

საიმპორტო ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, წელს მკვეთრი ზრდა ფიქსირდება ბელარუსიდან, საიდანაც წელს 51 მილიონი დოლარის ღირებულების 52 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3469%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული დაკავშირებულია რუსეთის მიერ სხვადასხვა კატეგორიის საწვავის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებთან. თუმცა, თანხობრივად ყველაზე მეტი მოცულობის საწვავი საქართველომ კვლავ რუსეთიდან შეიძინა 269.8 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც წინა წელთან შედარებით 5.5%-ით არის შემცირებული.

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მიერ შესყიდული საწვავი ასე ნაწილდება - ტოპ 5 ქვეყანა

  1. რუსეთი: 269.84 მლნ დოლარი | 365,817 ათასი ტონა | კლება (-5.5%)
  2. თურქეთი: 106.78 მლნ დოლარი | 87,019 ათასი ტონა | ზრდა (+213.1%)
  3. რუმინეთი: 105.95 მლნ დოლარი | 115,184 ათასი ტონა | კლება (-9.8%)
  4. აზერბაიჯანი: 69.79 მლნ დოლარი | 71,866 ათასი ტონა | ზრდა (+209.0%)
  5. ბელარუსი: 50.86 მლნ დოლარი | 51,694 ათასი ტონა | ზრდა (+3469.1%)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები