მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 637 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 6,4%-ით, ანუ 43,7 ათასი ტონით ჩამორჩება.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის სტატისტიკით, რომელიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა, მხოლოდ ივნისში ბენზინის იმპორტი წლიურად 18,7%-ით, 51,1 ათასი ტონამდეა შემცირებული, დიზელის კი 9,2%-ით, 60,6 ათას ტონამდეა გაზრდილი.

2026 წლის 6 თვეში, საქართველომ ყველაზე მეტი, 242 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი რუსეთიდან იყიდა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით [404,7 ათასი ტონა] იმპორტი თითქმის განახევრებულია.
მთავარ საიმპორტო ქვეყნების ხუთეულში შედიან ასევე რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და ბელარუსი.
დიზელის/ბენზინის იმპორტი ქვეყნების მიხედვით: (2026 წლის იანვარ-ივნისი)
რუსეთი - 242,6 ათასი ტონა - 38,1%;
რუმინეთი - 99,1 ათასი ტონა - 15,6%;
აზერბაიჯანი - 70,8 ათასი ტონა - 11,1%;
ბულგარეთი - 53,0 ათასი ტონა - 8,3%;
ბელარუსი - 50,9 ათასი ტონა - 8%.
კვიპროსი - 25,5 ათასი ტონა - 4%;
ბელგია - 21,3 ათასი ტონა - 3,3%;
ნიდერლანდები - 20,6 ათასი ტონა - 3,2%;
თურქეთი - 13,1 ათასი ტონა - 2,1%;
ყაზახეთი - 12,8 ათასი ტონა - 2%;
საბერძნეთი - 8,8 ათასი ტონა - 1,4%;
თურქმენეთი - 8,3 ათასი ტონა - 1,3%;
ისრაელი - 5,9 ათასი ტონა - 0,9%;
ქუვეითი - 3,6 ათასი ტონა - 0,6%;
ჰონკონგი - 0,3 ათასი ტონა - 0,05%;
სომხეთი - 0,2 ათასი ტონა - 0,03%;
არაბთა გაერთ.ემ. - 0,2 ათასი ტონა - 0,03%.
ეგვიპტე - 0,1 ათასი ტონა - 0,02%;
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისიდან რუსეთიდან საწვავის იმპორტი სრულად შეწყდა.




























