რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 24 თებერვალს ომის დაწყებას დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყებიდან რამდენიმე დღეში აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს რიგი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვანი უმსხვილესი რუსული ბანკების SWIFT-დან გარიცხვა იყო.
ცნობისთვის, Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication (SWIFT) ბელგიაში 1973 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს მასშტაბით 11,000-მდე საფინანსო ინსტიტუტს, ბანკს, საბროკეროს და ორგანიზაციას აერთიანებს. SWIFT-ის ძირითადი დანიშნულება ბანკთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფაა, მას მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო იყენებს და მისი საშუალებით ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება.
SWIFT ყოველდღიურად აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობასა და გადარიცხვებში, რაც მას გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. სახელმწიფოს SWIFT-ის სისტემიდან სრულად გაძევება, ფაქტობრივად, მის გლობალური ეკონომიკიდან მოკვეთას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მსხვილი ბანკის გაძევების მიუხედავად, რუსეთი სრულად არ არის მოკვეთილი SWIFT-ის სისტემიდან და რამდენიმე ბანკი ისევ განაგრძობს საერთაშორისო ტრანზაქციების გატარებას, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი Gazprombank-ია, რომლის მეშვეობით რუსეთი ენერგორესურსების გაყიდვის შედეგად ყოველთვიურად მილიარდობით დოლარს იღებს.
SWIFT-დან გაძევებული რუსული ბანკების ჩამონათვალი:
Sberbank,
VTB,
Novikombank,
PromSvyazbank,
Rossiya Bank,
Bank Otkritie,
Sovcombank,
Vnesheconombank,
Russia’s Development Bank,
Credit Bank of Moscow,
Russian Agricultural Bank.
SWIFT-ში დარჩენილი უმსხვილესი რუსული ბანკების ჩამონათვალი:
Gazprombank,
Alfa-Bank,
Raiffeisenbank,
UniCredit Bank,
Rosbank,
Mosnarbank,
Solid Bank,
Industrial Bank,
Construction Bank.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბანკების გარდა, რუსეთის მასშტაბით ასობით მცირე ზომის საფინანსო ორგანიზაცია და ბანკი ოპერირებს, თუმცა მათი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, ისინი მოცემულ სიაში ვერ მოხვდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი