ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ტექნოლოგიური კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც ერთ წამში ყველაზე მეტი თანხის გამომუშავება შეუძლიათ. ჩამონათვალის სათავეში ელექტრონული გიგანტი Apple-ია, რომელსაც წამში 3,002 აშშ დოლარის გამომუშავება შეუძლია.
Statista-ს მონაცემებით, Apple-ის შემდეგ მეორე ადგილს Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ი იკავებს. კომპანია წამში 2,239 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი Alphabet-ს არც თუ ისე დიდი სხვაობით ჩამორჩება. კომპანიას წუთში 2,153 აშშ დოლარის გამომუშავება შეუძლია და ჩამონათვალში მესამე ადგილი უჭირავს.
ანალიტიკური პალტფორმა წერს, რომ მეოთხე ადგილზე Meta (Facebook)-აა, რომელიც წამში 1,278 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ხუთეულს მსოფლიოში ცნობილი ონალინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ი ასრულებს. კომპანია წამში 833 აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალს იღებს.
ტექნოლოგიური კომპანიების რეიტინგი ერთ წამში მიღებული შემოსავლის მიხედვით:
1. Apple – 3,002 აშშ დოლარი
2. Alphabet – 2,239 აშშ დოლარი
3. Microsoft – 2,153 აშშ დოლარი
4. Meta – 1,278 აშშ დოლარი
5. Amazon – 833 აშშ დოლარი.