მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ტექნოლოგიური გიგანტი ხარჯავს ყველაზე მეტს ჯარიმებზე?

61324d96d4efd
ნათია თაქთაქიშვილი
03.09.21 23:40
833
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ ტექნოლოგიური გიგანტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მილიონობით ოდენობის დოლარს ხარჯავენ მარეგულირებლების ჯარიმებზე.

როგორც პლატფორმა იუწყება, ტექნოლოგიური გიგანტები ყველაზე ხშირად პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევებისთვის ჯარიმდებიან და ჩამონათვალში მოხვდა ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიც WhatsApp-ი, H&M-ი და British Airways-ია.

Statista წერს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევისთვის მარეგულირებლისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა Amazon-ს აქვს გადახდილი, რომლის ოდენობაც 885.9 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება, მეორე ადგილზე WhatsApp-ია 267.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო მესამე ადგილზე Google-ა, რომელმაც 59.3 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმა გადაიხადა.

TOP-8 ტექნოლოგიური გიგანტი, რომლებმაც ყველაზე მეტი დახარჯა ჯარიმებზე:

1. Amazon – 885.9 მილიონი აშშ დოლარი
2. WhatsApp – 267.2 მილიონი აშშ დოლარი
3. Google – 59.3 მილიონი აშშ დოლარი
4. H&M -41.8 მილიონი აშშ დოლარი
5. TIM – 33.0 მილიონი აშშ დოლარი
6. British Airways – 26.2 მილიონი აშშ დოლარი
7. Marriott International – 24.2 მილიონი აშშ დოლარი
8. Wind Tre – 19.8 მილიონი აშშ დოლარი.