მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OpenAI-მ ბიზნესებისთვის ChatGPT-ს ახალი ვერსია, ChatGPT Enterprise წარადგინა

ChatGPT Enterprise

28 აგვისტოს OpenAI-მ ChatGPT-ის დებიუტის შემდეგ ყველაზე მასშტაბური პროექტი - ChatGPT Enterprise - წარადგინა. ChatGPT Enterprise ჩატ ბოტის ბიზნესვერსიაა, რომელიც ხელმისაწვდომი ორშაბათიდან იქნება.

როგორც OpenAI-ს პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, ახალ ხელსაწყოზე თითქმის ერთი წელია მუშაობენ, მის “გასაწვრთნელად” კი 20 სხვადასხვა ზომისა და ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანია დაიხმარეს.  

ChatGPT Enterprise-ს წვდომა GPT-4-ზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ექმნება, ხელოვნური ინტელექტი კი ყველა დავალებას წინა ვერსიაზე ორჯერ უფრო სწრაფად შეასრულებს. როგორც OpenAI-ს საოპერაციო დირექტორმა CNBC-ს განუცხადა, ახალი ჩატ ბოტის ღირებულება საზოგადოებისათვის ცნობილი არ იქნება და დამოკიდებული იქნება კომპანიის ზომაზე. მისი თქმით, Enterprise-ის ბეტა ვერსიაზე მუშაობაში კომპანიები - “Canva”, “Estee Lauder Cos.” და “Block” მონაწილეობდნენ.

ChatGPT Enterprise ბიზნესებს საკუთარი მონაცემების ანალიზის საშუალებას მისცემს, რაც ჩატ ბოტს მათ ინდუსტრიებზე მორგებული პასუხების გენერირებაში დაეხმარება. 

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა, OpenAI-ში საინვესტიციო მოცულობა $10 მილიარდით გაზარდა, რითაც ხელოვნური ინტქელექტის ყველაზე დიდი ინვესტორი გახდა. ნოემბრის შემდეგ, როდესაც OpenAI-მ ChatGPT-ს პირველი ვერსია გამოუშვა, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატ ბოტის მომხმარებელთა რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, რითაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაციის რეკორდი მოხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები