მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი წყაროდან არის კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი?

5e770d22644c1
დავით ჯალაღონია
22.03.20 10:59
1881
საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან, ორი – საზღვარგარეთიდან არის შემოსული, სამი კი, უკვე არსებულ პაციენტებთან კონტაქტს უკავშირდება – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ხუთი ახალი პაციენტიდან ორი ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან, უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპიდან არის ერთი ახალი შემთხვევა შემოტანილი. მეორე, რომელიც ჩვენს ცენტრში არის, ეს არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ–ერთ ჯგუფთა კონტაქტი და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმე არ არის და იმედია, არ იქნება. სულ ხუთი ბავშვია ჩვენს ცენტრში და მათი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება.

სხვა პაციენტები სხვადასხვა ცენტრებში არიან. მათგან, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ერთი არის კონტაქტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ერთ–ერთ ჯგუფთან და ორი – შემოტანილი შემთხვევა. მათი კონტაქტების ძიება მიმდინარეობს, რადგან ეს მონაცემები წუხელ, გვიან გახდა ცნობილი. ამიტომ გუშინაც და დღესაც მათი კონტაქტების მოძიება ხდება.

ამ ხუთიდან ორია ახალი შემოტანილი შემთხვევა, დანარჩენი კი – უკვე არსებულ პაციენტებთან კონტაქტებია", – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები ქვეყანაში ჯერ არ დაფიქსირებულა.