15.მარტი .2021 23:35

რომელია მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა? - ეს Amazon-ი და eBay-ი არაა

რომელია მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა? - ეს Amazon-ი და eBay-ი არაა
views 1302
უკან

ანალიტიკური ვებგვერდი Statista წერს, რომ როდესაც მსოფლიოში ყველაზე დიდ ონლაინვაჭრობის პლატფორმაზეა საუბარი, მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას Amazon-ი და eBay-ი ახსენდება, თუმცა აღნიშნულ ონლაინმაღაზიებს ჩამონათვალში მესამე და მეხუთე ადგილი უკავიათ.

Statista-ს ecommerceDB-ის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე დიდ სავაჭრო პლატფორმებს ჩინური Taobao და Tmall-ი წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ ორივე პლატფორმა Alibaba-ს მფლობელობის ქვეშაა. Taobao-ს ვაჭრობის მოცულობა საშუალოდ 490 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო Tmall-ის - 464 მილიარდ აშშ დოლარს.

Statista წერს, რომ ჩამონათვალში მესამე ადგილზე გასული Amazon-ის ვაჭრობის მოცულობა 397 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო eBay, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმაა, ხუთეულს ასრულებს 75.6 მილიარდი აშშ დოლარით.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ონლაინ ვაჭრობის პლატფორის ხუთეული შემდეგია:

1. Taobao.com
2. TMall
3. Amazon
4. JD.Com
5. ebay