მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-მა სადღესასწაულო სეზონისთვის 300 000 ახალი თანამშრომლის აყვანა გადაწყვიტა

Amazon
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა Amazon-მა სადღესასწაულო სეზონისთვის 300,000 ახალი თანამშრომლის აყვანა დააანონსა. როგორც ცნობილია, კორპორაცია აშშ-ის საოპერაციო ქსელში სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პირებს დროებით დაასაქმებს.

ამასთან, სეზონურ მუშაკებს საათობრივ ანაზღაურებად საშუალოდ $20 ექნებათ, ხოლო ძირითადი გუნდის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი $24-ს აღწევს.

პარალელურად, კომპანიამ პერსონალისთვის ჯანდაცვის პაკეტების მნიშვნელოვანი გაფართოების შესახებაც განაცხადა. არსებული ინფორმაციით, 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ის სეზონური კადრები, რომლებიც კვირაში მინიმუმ 30 საათს მუშაობენ, დაზღვევას დასაქმების პირველივე დღიდან მიიღებენ.

Amazon-ის განცხადებით, მიმდინარე წლის სადღესასწაულო სეზონი, წესით, რეკორდული იქნება, ამიტომ კომპანია გაზრდილი მოთხოვნისთვის წინასწარ ემზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები