მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა კომპანიებმა მიიღეს საქართველოში "საერთაშორისო კომპანიების" სტატუსი

604b296a04d2b
შოთა ტყეშელაშვილი
12.03.21 14:21
2128
2020 წლის ბოლოდან საქართველოში "საერთაშორისო საწარმოს სტატუსის" მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

BMG-იმ გამოითხოვა საჯარო ინფორნაცია იმის თაობაზე, თუ რომელ კომპანიებს მიენიჭათ უკვე ეს სტატუსი. ამჟამად ასეთი მხოლოდ 3 კომპანიაა, დამატებით მიმდინარეობს 12 განაცხადის განხილვა.

"საინფორმაციო ტენოლოგიების სფეროში საქმიანობაზე სტატუსი მინიჭებული აქვს 2 გადამხდელს - შპს „ეპამ სისტემს (ჯორჯია)-ს და შპს „ვებიზ ინტერნეიშენელს“, ხოლო გემთმფლობელის ან/და გემის ფლობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სტატუსი მინიჭებული აქვს 1 გადამხდელს - შპს „TERO MARITIME AGENCY“-ს. ამჟამად, მიმდინარეობს წარმოდგენილი 12 განაცხადის განხილვა,"- ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.

აღნიშნული სტატუსის მქონე საწარმოებისთვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად არის 5%.

Epam systems-ი არის საერთაშორისო IT კომპანია, რომელიც საქართველოში წარმომადგენლობით გასული წლის ბოლოს შემოვიდა, კომპანია საქართველოში 100-მდე ადამიანს ასაქმებს. კომპანია "ვებიზიც" IT კომპანიაა, რომელიც სერვისების მიწოდებას ისრაელის ბაზარზე ახდენს. 

საერთაშორისო საწარმოს სტატუსის მიღებას ელოდება ამერიკული IT კომპანია Exadel-იც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები