მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა ქართულმა ევროობლიგაციამ აჩვენა ნოემბერში საუკეთესო შედეგი

5fce6711ac87d
BM.GE
07.12.20 21:39
729
Galt & Taggart-ის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საერთაშორისო ინვესტორთა ინტერესი განვითარებადი ბაზრების ფასიანი ქაღალდების მიმართ გაიზარდა. Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, სწორედ ამიტომ რეგიონის ფასიან ქაღალდებში დასავლურმა ინვესტიციებმა იმატა, რასაც ამ ქვეყნებში არსებული უფრო მაღალი რისკ-პრემიაც უწყობს ხელს. უკანასკნელი მონაცემებით, ინვესტორებმა მხოლოდ ნოემბერში განვითარებადი ბაზრების ობლიგაციებში $36.7 მილიარდის ინვესტიციები განახორციელეს, რაც ოქტომბერთან შედარებით სამჯერ მეტია. 

უშუალოდ ქართული კორპორატიული ობლიგაციებიდან გასული თვის განმავლობაში საუკეთესო შედეგი ნავთობისა და გაზის კორპორაციის (GOGC) მიერ გამოშვებულმა ევროობლიგაციებმა აჩვენა. 

"ქართულ კორპორატიულ ევროობლიგაციებს შორის ნოემბერში GOGC-მ აჩვენა საუკეთესო შედეგი, შემოსავლიანობა 200სპ-ით შემცირდა. კარგი შედეგი აჩვენა ასევე BOG 23-მა, რომლის შემოსავლიანობა 98სპ-ით შემცირდა. სხვა კორპორატიულ ობლიგაციებზე ნოემბერში შემოსავლიანობა 25-63სპ-ის შუალედში შემცირდა.

რეგიონის ობლიგაციებს შორის BELARUS 23 იყო ნოემბერის თვის ლიდერი. ევრობონდზე შემოსავლიანობა ნოემბერში 221სპ-ით დაეცა და 5.2% შეადგინა. რეგიონის სხვა ობლიგაციებიდან აღსანიშნავია TURKEY 21, რომლის შემოსავლიანობა ნოემბერში 183სპ-ით შემცირდა და 2.7% შეადგინა, რაც თითქმის 6-თვიანი მინიმუმია. ასევე კარგი შედეგი აჩვენა უკრაინის ევრობონდმა, რომლის შემოსავლიანობაც 132სპ-ით შემცირდა. აზერბაიჯანულ და სომხურ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა ნოემბერში შესაბამისად, 105სპ და 110სპ-ით შემცირდა. სხვა სახელმწიფო ევროობლიგაციების მიმართ ნოემბერში ბაზრის განწყობები დადებითი იყო და შემოსავლიანობა 18-77სპ-ის შუალედში შემცირდა,"- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.