მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ზღვარზეა

64c2369298e78
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.23 00:05
4610
სტატიაში საუბარია:
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის ზღვარზეა. Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული პრეზენტაციის მიხედვით, რაც საერთაშორისოდ აღიარებულ ARA მეტრიკს ეყრდნობა, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის მაჩვენებლის ქვედა ზღვარზე იყო.

ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვები 5.06 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, ეროვნული ბანკი რეზერვების შესყიდვის პოლიტიკას აგრძელებს. ივნისში სებ-მა Bmtach პლატფორმის მეშვეობით 137 მილიონი დოლარი შეისყიდა, წლის პირველ 6 თვეში კი შესყიდული თანხის მოცულობა 1.06 მილიარდი დოლარია.

Galt & Taggart-ის თანახმად, საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ 2014-2021 წლებში იყო, ხოლო 2006-2007, ასევე 2010-2011 და 2013-2014 წლებში ამ ზღვარს აჭარბებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები