„აჭარა ჯგუფი“ აბასთუმანში „რუმსის“ ბრენდით შედის, - ამის შესახებ აჭარა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერ ჩეხერიამ „თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის კვლევის პრეზენტაციის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც ჩეხერია ამბობს, კომპანია „რუმსის“ ბრენდის განვითარებასა და გავრცელებაზე მუშაობს, შესაბამისად, სასტუმროს მორიგ ლოკაციად ამჯერად აბასთუმანი შეირჩა.
ჩეხერიას განმარტებით, გუშინ აბასთუმანში „აჭარა ჯგუფმა“ ძველი სანატორიუმის შენობა შეიძინა, სადაც „რუმსის“ გახსნას გეგმავენ.
BM.GE პროექტის საინვესტიციო ღირებულებასა და სხვა დეტალებზე ინფორმაციას აგროვებს.
ცნობისთვის: ბოლო ორი წელია აბასთუმნით დაინტერესებულია „ოცნების“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც.
2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი სახელმწიფო ქონება ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და თან - აბასთუმანში. კერძოდ, ფალიაშვილის ქუჩა 40-ში მდებარე ყოფილი ტუბდისპანსერის საავადმყოფო და მის გარშემო არსებული მიწა, რომლის საერთო ფართობიც 23,585 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ყოფილ პრემიერთან დაკავშირებულმა კომპანიამ 3.5 მლნ ლარად შეიძინა. ადგილზე უნდა აშენდეს სასტუმრო (რომელიც უნდა მოიცავდეს 1 ერთეულ სასტუმრო დანიშნულების შენობას ან არაუმეტეს 2 ერთეული საცხოვრებელ სახლს);
გარდა ამისა, როგორც bm.ge-მ გაარკვია, აბასთუმანში Autograph Collection-ის სასტუმროს მშენებლობაში ასევე ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდი“ $34 მლნ-ს დახარჯავს. მარიოტის საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5-ვარსკვლავიანი, 170-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობის დასრულება 2020 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.
Autograph Collection-ის სასტუმრო აბასთუმანში სანატორიუმ "ცისარტყელას" ტერიტორიაზე, დაახლოებით 25 000 კვადრატული მეტრის ფართობზე შენდება და ის, სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა