მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი აცხადებს, რომ ჩინეთმა თვითმფრინავის ნაწილების მიწოდებაზე უარი უთხრა

6229ec76e2b5c
მარიამ ვარადაშვილი
10.03.22 16:32
3294
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთი რუსეთისთვის თვითმფრინავის ნაწილების მიწოდებაზე უარს ამბობს. რუსეთისთვის ჩინეთთან ამ კუთხით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთს Boeing-მა და Airbus-მა თვითმფინავის კომპონენტების მიწოდება შეუჩერეს.

რუსული სააგენტო Interfax როსავიაციის წარმომადგენლის კომენტარს ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთი ჩინეთის გარდა სხვა შესაძლებლობებსაც განიხილვას, მათ შორის არის თურქეთიდან და ინდოეთიდან იმპორტი.

ამას გარდა, დღეს კანონპროექტი გამოქვეყნდა, საიდანაც ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლება გეგმავს, ადგილობრივი ავიაკომპანიები დაავადებულოს, თვითმფინავის ლიზინგის საფასური უცხოურ კომპანიებს რუბლებში გადაუხადონ, ლიზინგის გაუქმების შემთხვევაში კი თვითმფინავების დაბრუნებაზე უარი თქვან.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე რუსეთის ავიაციას მძიმე სანქციები დაეკისრა. 30-ზე მეტმა ქვეყანა რუსეთს საჰერო სივრცე სრულად ჩაუკეტა.

რა გავლენა ექნება რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ავიაციაზე