მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს მოსკოვში ელოდება

63ffa5b63dac7
ალა ისპირიანი
01.03.23 23:17
896
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს მოსკოვში უმასპინძლებს. ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, პუტინმა განმარტა, რომ ის შეხვედრას მოსკოვის მეტროს ხაზთან დაკავშირებით გეგმავს.

„ვაპირებ, შევხვდე ჩინეთის პრეზიდენტს და თუ დღის წესრიგი საშუალებას მოგვცემს, მოხარული ვიქნები, ჩვენს სტუმრებსაც ვაჩვენო ახალი მეტროსადგური“, – განაცხადა პუტინმა მეტროს ახალი სადგურის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც ვირტუალურად დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეტროს ხაზის მშენებლობაში ჩინური სამშენებლო კომპანია იყო ჩართული.

ინფორმაციითსთვის გეტყვით, რომ რომ რამდენიმე დღის წინ ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. იგი ომში ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს. ჩინეთის შეფასებით, კონფლიქტი ამჟამინდელი მოცემულობით უნდა შეწყდეს, ანუ რუს სამხედროებს უნდა მიეცეთ იმ ტერიტორიების შენარჩუნების უფლება, რომელსაც ახალ აკონტროლებენ, უკრაინას კი ამ მოცემულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს. გარდა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობისა, ჩინეთის მთავრობა გაეროს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად დაუყოვნებლივ მოიხსნას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია და შეზღუდვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა „იმუშავებს ჩინეთთან“, თუ ისინი პატივს სცემენ საერთაშორისო კანონს და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, კარგია, რომ ჩინეთმა უკრაინაზე საუბარი დაიწყო, მაგრამ მისი მოსაზრებით, ეს არ იყო ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, არამედ ჩინეთმა თავისი აზრები აჩვენა. ზელენსკიმ ასევე ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინგთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

რაც შეეხება მეორე მხარეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვი აფასებს ჩინეთის გეგმას უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და ღიაა პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მიაღწიოს მიზნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები