16.მაისი .2022 18:03

რუსეთიდან საქართველოში აპრილში $133 მლნ გადმოირიცხა - წლიური ზრდა 300%-ია

რუსეთიდან საქართველოში აპრილში $133 მლნ გადმოირიცხა - წლიური ზრდა 300%-ია
views 1053
უკან

2022 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი (944.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 58.8%-ით (114.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. 

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, თითქმის 133 მლნ დოლარი, რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. წლიურმა ზრდამ 299,77% შეადგინა. მთლიან ჩარიცხვებში კი რუსეთის წილი 43,16%-ია.

ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყევლაზე მეტი ფულადი გზავნილი გადმოირიცხა:

1 რუსეთის ფედერაცია - $133 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 299%
2 იტალია - $33 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%
3 აშშ - $25 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1%
4 ყაზახეთი - $20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 705%
5 საბერძნეთი - $19 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -14%
6 ისრაელი - $16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5%
7 გერმანია - $12 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 37%
8 თურქეთი - $8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -16%
9 აზერბაიჯანი - $5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -45%
10 ესპანეთი - $5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა