2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 62 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა წლიურად რუსული ფულადი გზავნილები 126 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც მიგრანტების ეფექტის შერბილებას უკავშირდება. რუსეთის ფულადი გზავნილების კლების სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, საიდანაც თანხებს ძირითადად სამუშაოდ წასული ქართველი მიგრანტები რიცხავენ. მათ შორის იტალიიდან 13%-ით გაიზარდა და 44 მილიონი დოლარი შეადგინა გზავნილებმა, აშშ-დან მატება 35%-ია და მთლიანი გადმორიცხული თანხა 41 მილიონს აღწევს, ისრაელიდან კი გზავნილების მატება 25%-ია და გადმორიცხული თანხა 20 მილიონ დოლარს შეადგენს.
ფულადი გზავნილები თებერვალში:
ქვეყანა |
მლნ დოლარი |
ზრდა/კლება |
რუსეთის ფედერაცია | 62.2 | -67% |
იტალია | 44.0 | 13% |
აშშ | 41.2 | 35% |
ისრაელი | 20.4 | 25% |
საბერძნეთი | 19.0 | 9% |
გერმანია | 18.1 | 23% |
ყაზახეთი | 10.6 | -18% |
თურქეთი | 7.7 | -12% |
ესპანეთი | 5.0 | 16% |
ირლანდია | 4.6 | 61% |
საფრანგეთი | 4.5 | 15% |
აზერბაიჯანი | 3.8 | 10% |
ყირგიზეთი | 3.3 | -47% |
გაერთიანებული სამეფო | 3.0 | -11% |
პოლონეთი | 2.5 | 30% |
კანადა | 1.9 | 20% |
იორდანია | 1.6 | 424% |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 1.6 | 29% |
უზბეკეთი | 1.6 | 60% |
კვიპროსი | 1.5 | 12% |