მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩინეთი პასუხს აგებს - ბლინკენი

62345db62710a
გიორგი თოლორდავა
18.03.22 14:47
1082
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების გაწევის შემთხვევაში, ჩინეთს ამისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

„ჩვენ ისევ მოვუწოდებთ ყველა ერს, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირდაპირი გავლენა აქვთ რუსეთზე, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ბერკეტი, რათა აიძულონ მოსკოვი დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად რუსეთმა აირჩია.

ჩინეთი განსაკუთრებით პასუხისმგებელია გამოიყენოს ის გავლენა, რომელიც პრეზიდენტ პუტინზე აქვს და დაიცვას საერთაშორისო წესები და პრინციპები.

ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, ჩინეთი საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს - ის უარს აცხადებს აგრესიის დაგმობაზე და ცდილობს, თავი ნეიტრალურ არბიტრად წარმოაჩინოს.

ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევას და უკრაინაში გამოსაყენებლად იარაღის გაგზავნას.

პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ რუსეთის აგრესიის მხარდასაჭერ ნებისმიერ ქმედებაზე ჩინეთი პასუხს აგებს და აშშ მოქმედებას არ დააყოვნებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.