მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის რკინიგზა ყაზახეთს სატრანზიტო გადასახადის შემცირებას სთავაზობს

637252872b2fd
ვიქტორია მღებრიშვილი
14.11.22 18:35
354
რუსეთის რკინიგზა ყაზახეთს, ქვეყნის ტერიტორიაზე აგროპროდუქციის, მათ შორის მარცვლეულის გადაზიდვაზე სატრანზიტო გადასახადის შემცირებას სთავაზობს.

რუსული „ვედომოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი 8 ნოემბრის დახურულ შეხვედრაზე განიხილებოდა, რომელსაც რუსეთის რკინიგზის მენეჯერები და პარტია „ედინაია რასიას“ დეპუტატები ესწრებოდნენ. მოგვიანებით გამოცემას ეს ინფორმაციას რუსეთი რკინიგზის პრესსამსახურში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე ყაზახეთის რკიგზასთან დიალოგი მიმდინარეობს.

რუსეთის რკინიგზის წარმომადგენლის თქმით, სექტემბერში ყაზახურ მხარეს გაეგზავნა წერილი, რომელშიც არსებული ტარიფის შემცირების საფუძვლები იყო განმარტებული. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სტანდარტების მიხედვით, გაერთიანების წევრ სახელმწიფოებში სატრანზიტო გადაზიდვები, დსთ-ის სატარიფო პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება, სადაც უფრო მაღალი გადასახადია, ვიდრე შიდა სარკინიგზო გადაზიდვებზე.

რუსეთის მარცვლეულის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, არსებულ მდგომარეობაში როდესაც რუსეთიდან მარცვლეულის გადაზიდვები სანქციების გამო ფერხდება, ყაზახეთის გავლით საქონლის გადაზიდვა მომგებიანი არ არის. მისი სიტყვებით, ყაზახეთს შექმნილ ვითარებაში კონკურენტული უპირატესობა აქვს, რომელიც მას რუსული მარცვლეულის გადაყიდვის შესაძლებლობას მისცემს.