მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი... - საქართველოს მთავარი TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

ყირგიზეთი

საქსტატმა 2024 წლის პირველი ორი თვის საგარეო ვაჭრობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-თებერვალში ექსპორტმა $803 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მთავარი საექსპორტო ქვეყანაა ყირგიზეთი, სადაც იანვარ-თებერვალში $125 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. წლიურ ჭრილში ყირგიზეთში ექსპორტის მატება 179%-ია. ყირგიზეთში ექსპორტის მატება მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის ზრდას უკავშირდება.

მთავარ საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 99.5 მილიონი დოლარით (კლება წინა წელთან 11%), ხოლო მესამე პოზიციას $97 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, სადაც ექსპორტი 24%-ით არის შემცირებული.

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის არცერთი წევრი არაა, მეათე ადგილზეა შვეიცარია $14 მილიონის ექსპორტით, რომელიც EFTA-ს წევრი სახელმწიფოა.

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო ქვეყანა 2024 წლის იანვარ-თებერვალში:

  1. ყირგიზეთი - 125 მილიონი დოლარი, ზრდა 179%;
  2. აზერბაიჯანი - 99 მილიონი დოლარი, კლება 11%;
  3. რუსეთი - 97 მილიონი დოლარი, კლება 24%;
  4. ყაზახეთი - 85 მილიონი დოლარი, ზრდა 9%;
  5. სომხეთი - 79 მილიონი დოლარი, კლება 41%;
  6. თურქეთი - 64 მილიონი დოლარი, კლება 1.7%;
  7. ჩინეთი - 48 მილიონი დოლარი, კლება 57%;
  8. უკრაინა - 19 მილიონი დოლარი, ზრდა 39%;
  9. უზბეკეთი - 16 მილიონი დოლარი, ზრდა 83%;
  10. შვეიცარია - 14 მილიონი დოლარი, ზრდა 0%.

სტატისტიკის თანახმად, რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია ღვინოები, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები, გაზიანი შაქრიანი სასმელები და ციტრუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები