მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით $7.5 მილიარდის ღირებულების რაკეტები გაუშვა - Forbes.ua

626c0704c2b2c
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.22 22:09
2129
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანნა მალიარი. Forbes-ის უკრაინულმა რედაქციამ რაკეტების შესაძლო ღირებულება დაითვალა და გამოაქვეყნა მონაცემები უკრაინის მიმართულებით გაშვებული 235 ერთეული „კალიბრის“ რაკეტის შესახებ. ამ რაკეტებს განეკუთვნება 183 რაკეტა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 მარტამდე გაუშვეს და 52 რაკეტა, რომელიც 26 მარტს გაუშვეს.

„კალიბრის“ რაკეტების რაოდენობის შეფასებისას Forbes-მა ის შემთხვევები გაითვალისწინა, როდესაც ზუსტად იყო ცნობილი რაკეტის ტიპი. რედაქციაში ამბობენ, რომ სინამდვილეში ასეთი რაკეტების რაოდენობა შესაძლოა მეტი ყოფილიყო.

„ისაკნდერის“, „Точка-У“-ს და X კლასის გაშვებული რაკეტების შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ Forbes-ის უკრაინულ რედაქციაში ვარაუდობენ, რომ მათი კოეფიციენტი იგივე დარჩა, რაც 24 მარტამდე იყო, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა:

• ამ კლასის რაკეტების 62% „ისკანდერზე“ მოდიოდა
• 30% X-კლასის რაკეტებზე
• 8% კი Точку-У

„Military Russia-ს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, Точку-У-ს რაკეტა 300 000 დოლარადაა შეფასებული; „კალიბრის“ ღირებულება ინდოეთთან 2006 წელს დადებული საექსპორტო კონტრაქტიდან გამომდინარე 6.5 მლნ დოლარია; Х-101 კლასის რაკეტები უფრო თანამედროვე და სრულყოფილია, ვიდრე „კალიბრი“ და ექსპერტების შეფასებით, მათი ღირებულება რამდენჯერმე აღემატება „კალიბრის“ ფასს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტების საერთო ღირებულება 7.5 მლრდ დოლარია.

შედარებისთვის ეს თანხა რუსეთის ფედერაციის შემადგენელი 85 ერთეულიდან 82-ის წლიურ ბიუჯეტს აჭარბებს, რომელთა რიცხვში არ შედის მოსკოვის, მოსკოვის რეგიონისა და სანკტ-პეტერბურგის ერთეულები“, - წერს Forbes-ის უკრაინულ რედაქცია.