მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია ოფიციალურად მოახდინა

633d353f9a006
მარიამ ვარადაშვილი
05.10.22 11:39
923
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის მიერ მიღებულ „კანონებს“, რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის მიღების შესახებ.

გუშინ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსირებას მხარი დაუჭირა. ფედერალურმა საბჭომ დოკუმენტის რატიფიცირებას ერთხმად დაუჭირა მხარი. Reuters-ის ინფორმაციით, ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიას რეგიონების ანექსირებით რუსეთმა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების დაახლოებით 18% მიიტაცა.

რუსეთის პარლამენტის მიერ ამ რეგიონების ანექსირებას წინ უძღვოდა ე.წ რეფერენდუმი. რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დუმის ორივე პალატამ რეგიონების ანექსირებას მხარი დაუჭირა, ამ დრომდე კრემლს ჯერჯერობით ანექსირებული ტერიტორიების საზღვრები ოფიციალურად არ დაუდგენია და მათ ნაწილს უკრაინა აკონტროლებს. შესაბამისად, უცნობია სად მოახდენს რუსეთი საკუთარი საზღვრების დემარკაციას, როდესაც ანექსირების პროცესი სრულად დასრუდება. მიმდინარე კვირაში კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კონსულტაციები ზაპოროჟიას და ხერსონის რეგიონებში საზღვრის გავლებაზე კვლავ მიმდინარეობს.