10.ივლისი .2020 14:00

რუსეთსა და მონღოლეთში ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები გამოვლინდა

views 2082
უკან

BBC-ის ინფორმაციით, ბუბონური ჭირის გამოვლენის ორი შემთხვევის შესახებ იტყობინება მონღოლეთი, ასევე ბუბონური შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევა იქნა გამოვლენილი რუსეთში.

როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, დაავადებულებმა ვირზაზუნას ხორცი მიირთვეს.

რუსეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში აკრძალოს ვირზაზუნებზე ნადირობა და მათი საკვებად გამოყენება. ქვეყანამ პრევენციისთვის, მონღოლეთთან და ჩინეთთან საზღვრისპირა ტერიტორიებზე პატრულირებაც დაწესდა.

მონღოლეთის ერთ-ერთ რეგიონში, სადაც ჩინელი მოსახლეობა ცხოვრობს, მომაკვდინებელი დაავადების, სავარაუდო გამოვლენის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისაუბრა და იქაც აიკრძალა მოზრდილ მღრღნელებზე ნადირობა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ დაავადების ნიშნების გამოვლენის შესახებ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ აცნობონ.

ბუბონური შავი ჭირი, შუა საუკუნეებში, „შავი სიკვდილის“ სახელით იყო ცნობილი. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ხშირ შემთხვევაში მომაკვდინებელია და ძირითადად მღრღნელებისგან ვრცელდება.