მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ღვინის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - დამოკიდებულება 66.6%-მდე გაიზარდა

646a65e56778a
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.23 23:45
1422
მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. იანვარ-აპრილში ქვეყანამ ღვინის რეალიზებით 78 მილიონ 604 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 30.2%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტებს შორის საანგარიშო პერიოდისთვის ღვინოს 4%-იანი წილით მეოთხე ადგილი უკავია.

ღვინის ექსპორტს თუ ქვეყნების ჭრილში შევხედავთ, როგორც უკვე ვიცით ქართული ღვინის რეალიზების ტრადიციულ ბაზარს საქართველოსთვის რუსეთი წარმოადგენს. 2023 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ამ მიმართულებით საქონლის რეალიზების მაჩვენებელი ასევე რეკორდულ ნიშნულზეა. წელს რუსეთში საქართველოდან 52.3 მლნ დოლარის ღირებულების 19 044 ტონა ღვინო გაიყიდა. შესაბამისად, ბაზარზე დამოკიდებულება 66.6%-მდე გაიზარდა. 2022 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში 55.7% იყო. ამასთან, ამ მიმართულებით საქონლის რეალიზება გასული წლის იანვარ აპრილთან შედარებით 55.5%-ით გაიზარდა.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ წელს საანგარიშო პერიოდისთვის ღვინის ექსპორტი უკრაინის მიმართულებითაც დადებითი ტენდენციას აჩვენებს.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი - 52.3 მლნ დოლარი;
2. პოლონეთი - 4.2 მლნ დოლარი;
3. უკრაინა - 4.1 მლნ დოლარი;
4. ჩინეთი - 3.7 მლნ დოლარი;
5. ყაზახეთი - 2.8 მლნ დოლარი;
6. ბელარუსი - 1.9 მლნ დოლარი;
7. აშშ - 1.6 მლნ დოლარი;
8. გერმანია - 1.4 მლნ დოლარი;
9. ლატვია - 1.2 მლნ დოლარი;
10. ლიეტუვა - 723 ათასი დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები