ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს, ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთიდან გაზრდილი ფულადი გზავნილების შეფასებისას განუცხადა.
ის თვლის, რომ გზავნილების გაზრდილი მაჩვენებელი, რეალურად რუსეთში მცხოვრები ქართველების არსებული დანაზოგების საქართველოში გადმოტანას უკავშირდება.
„რუსეთში სტაბილურად მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. იქ ცხოვრების საშუალო დონე ჩვენზე მაღალია, ყველას იმაზე უკეთესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ, მათ დაიწყეს დანაზოგების გამოტანა და რადგან შემოტანით ბევრი თანხა ვერ შემოაქვთ, ამიტომ 3-5 ათასების გადმორიცხვა დაიწყეს. ეს რემითენსს (ფულადი შემოდინებები) ჰგავს, თუმცა ეს მათი დანაზოგების გადმოტანაა საქართველოში. ეს მოხდა. ახლა ეს გზავნილებიც შემცირდება, რადგან რუსეთმა ეს გზები გახსნა და დიდი თანხის შემოტანა შესაძლებელია. ჩვენ რომ გვგონია, რომ რემითენსები გაიზარდა - არა. იქ რომ მდიდარი ქართველები ცხოვრობენ, სხვა გზა არ ჰქონდა და 5-5, 3-3 ათას გზავნიდნენ“, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში ქვეყანაში 506 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა. ეს გზავნილების რეკორდული მოცულობაა და ის წინა წელთან შედარებით 169%-ით მეტია. ყველაზე მეტად - 889%-ით გაზრდილია გზავნილები რუსეთიდან და ის 313.9 მილიონ დოლარს აღწევს.
სებ-ის მიერ BMG-სთვის მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან უპრეცედენტოდ ბევრი - 205,000 ინდივიდუალური ფულადი გზავნილი გადმოირიცხა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი