მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ფრენები შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით - EU

64636e935a4fc
მარიამ ვარადაშვილი
16.05.23 15:53
707
ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას კიდევ გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითვის საპასუხოდ მან თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა წინააღმდეგობაში საქართველოს ევროპულ გზაზე.

“ვწუხვართ, საქართველოს გადაწყვეტილებაზე განაახლოს ფრენები რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით, რაც მოჰყვა გასულ კვირაში რუსეთის გადაწყვეტილებას მოხსნას საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა. უკრაინაში რუსეთის ომის საპასუხოდ, ევროკავშირმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ სანქციები დაუწესა რუსეთის საავიაციო სექტორს. შედეგად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მათ არ ვაძლევთ საშუალებას ფრენები შესრულდეს რუსეთიდან, რუსეთში და რუსეთის საჰაერო სივრცეში. ეს ბოლო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით და საქართველოს ერთგულებას შეუერთდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს საგარეო პოლიტიკაში, რაც ასახულია საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ მიღწეულ შეთანხმებაში.

სამწუხაროდ, საქართველოს თანხვედრა ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან და დეკლარაციებთან ქვემოთ ჩამოვიდა, ისედაც დაბალი 44%-დან 31%-მდე . ეს ნამდვილად ძალზედ სამწუხაროა და ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ნება მიბოძეთ გავიმეორო ის, რაც გასულ კვირაში ვთქვი, ICAO [გაეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია] შეშფოთებულია რუსეთის საავიაციო სექტორისა და ხომალდების უსაფრთხოებაზე”,-განაცხადა პიტერ სტანომ.

გასულ კვირას, როცა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, მაშინ სტანომ ქართულ მხარეს მოუწოდა შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში.

"ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს ევროკავშირის და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით",-აცხადებდა ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები