მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან სამი ახალი დაკავშირების პუნქტი გვექნება, სადაც კონტროლს გავამკაცრებთ - ლევან დავითაშვილი

6474ba8a3d25c
ინგა მურუსიძე
29.05.23 18:57
1060
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას განიმარტა, რომ აეროპორტებში დამატებითი საბაჟო კონტროლი განხორციელდება. საქმე ეხება რუსეთიდან ფრენების აღდგენის საკითხს და ამ საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს, რომელიც დღეს გაჟღერდა.

"ჩვენ გვექნება რუსეთის ფედერაციასთან სამი ახალი დაკავშირების პუნქტი. დღეს იცით, რომ ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსით. აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად და ყველა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო არის საიმედო, სანდო პარტნიორი საერთაშორისო სანქციების აღსრულების ნაწილში. თუმცა ახალი სამი დაკავშირების პუნქტი გვიჩნდება თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში. აქ ჩვენი მხრიდან არსებობს საბაჟო შესაძლებლობების ზრდის მზა პოზიცია და ისევე როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც. ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ", - თქვა მინისტრმა.