საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციას - ცენტრალური ბანკების მომავალი (Future of Central Banking) მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი, ლიეტუვის ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელი ესწრება.
"კონფერენციაზე ისაუბრეს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა და დეცენტრალიზებული ფინანსების საკითხებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრად უფრო სწრაფ და ხელმისაწვდომ სერვისს გვთავაზობს, ვიდრე ტრადიციული საბანკო სერვისები. ფინანსური სისტემა უკვე გარდაქმნის პროცესშია, დეცენტრალიზებული ფინანსების ზრდა კი ევოლუციის შემდგომი საფეხურებისკენ გვიბიძგებს. ფინანსების თანამედროვე ეპოქაში ცენტრალურმა ბანკმა საზედამხედველო პოლიტიკა უნდა გააფართოვოს და ახალი სფეროები მოიცვას. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას, შექმნის გაწონასწორებულ ფინანსურ სისტემას, გააღრმავებს კონკურენციას და ჯანსაღ ციფრულ ფინანსურ გარემოს შექმნის", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
კონფერენციის მონაწილეებმა ასევე ვრცლად მიმოიხილეს ცენტრალური ბანკების როლი და დეტალურად ისაუბრეს მონეტარული, ფისკალური და მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას.
ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, კობა გვენეტაძე ლიეტუვის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, გედიმინას სიმკუსს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამასთან, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება