მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გაფართოებას განიხილავს

6226061c2ec1a
მარიამ ვარადაშვილი
07.03.22 17:22
671
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე მუშაობს.

იტალიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის წინ ლაიენმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უკვე მიიღო რუსეთისთვის მძიმე დარტყმის მომტანი სანქციების სამი პაკეტი. “ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ხარვეზები არ არსებობს და რუსეთზე სანქციების ეფექტი მაქსიმალურია.

დაწესებული სანქციები ნამდვილად მტკივნეულია. ვხედავთ რუსეთის ეკონომიკის ტურბულენტობას”,-განაცხადა მან. მისივე თქმით, ევროკავშირმა უარი უნდა თქვას რუსულ გაზზსა და ნავთობზე დამოკიდებულებაზე.

აღსანიშნია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებისგან მეტ სანქციებს მოითხოვს. კერძოდ, უკრაინა ითხოვს მსოფლიომ რუსულ ნავთობზე ემბარგო დააწესოს. “შეგიძლიათ ემბარგო დაუძახოთ ან უბრალოდ მორალი იმას, რომ უარი თქვა ტერორიტისთვის ფულის მიცემაზე”,-განაცხადა ზელენსკიმ.