მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU რუსეთის დახმარებაში ბრალდებული ჩინური კომპანიების სანქცირებას გეგმავს

6458c2822f496
გიორგი თოლორდავა
08.05.23 14:22
572
ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის დახმარებაში ბრალდებული ჩინური კომპანიების სანქცირებას გეგმავს.

Financial Times-ის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია შვიდი ჩინური კომპანიის სანქცირება, მათ შორისაა: 3HC, King-Pai Tech, Sinno Electronics, Sigma Tech, Asia-Pacific Links, Tordan Industry და Alpha Trading. ყოველი მათგანი აქტიურადაა ჩართული რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში, როგორც ტექნიკით, ასევე კრიტიკული მნიშვნელობის დეტალებითა და საწარმოო მატერიალებით.

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ „არასწორი გზის“ არჩევისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთის საპასუხო ზომებს მიიღებდა.

სამინისტროს განმარტებით, ჩინეთი-რუსეთის თანამშრომლობა სცდება ევროკავშირის იურისდიქციას და მსგავსი ტიპის სანქციები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა სანქციების 10 პაკეტი მიიღო. ახალი პაკეტის დამტკიცებაზე ევროკავშირი სწორედ მიმდინარე კვირას იმსჯელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები