მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველზე მილის დაზიანების გამო მთაწმინდის რაიონის ქუჩებს წყალმომარაგება ხვალამდე შეუწყდებათ - GWP

61000570d5da5
ვიქტორია მღებრიშვილი
27.07.21 17:22
754
რუსთაველზე წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო მთაწმინდის რაიონის ქუჩებს წყალმომარაგება ხვალამდე შეუწყდებათ - ინფორმაციას ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, დღეს, 27 ივლისს, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩის კვეთაზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის ავარიულად დაიზანებამ გზის სავალი ნაწილის დაიზანება გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები და ტექნიკაა მობილიზებული. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაიკეტა და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

„მილის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დროს აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 28 ივლისის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, გრ.აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ.აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, ჩხეიძის, მარჯანიშვილის, თაბუკაშვილის და კოსტავას ქუჩების ნაწილს, ჯავახიშვილის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ქიაჩელის, ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩებს.
რუსთაველის გამზირისა და ძმები კაკაბაძეების კვეთაზე გზის სავალი ნაწილი წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენისთანავე მოწესრიგდება“, - განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში.