მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2008 წელს მტრისგან ჩვენი ხალხი დავიცავით, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა" - მედვედევი

მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ვაშინგტონსა და მათ მოკავშირეებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოცდილება არ ეყოთ და ისინი დღესაც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

როგორც მედვედევი “ტელეგრამში” წერს, როგორც 2008 წლის აგვისტოში, უკრაინაში მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას საკუთარი პირობებით მიაღწევს.

ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ მზაკვრულ თავდასხმას, აგრესორს მკაცრი პასუხი გასცა. იდიოტი სააკაშვილის უკან კოლექტიური დასავლეთი იდგა, რომელიც რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს სიტუაციის გაღვივებას ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. მტრისგან ჩვენი ხალხი დავიცავით, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. ახალ სახელმწიფოებს, რუსეთის მხარდაჭერით, განვითარების შესაძლებლობა მივეცით.

შეერთებულ შტატებსა და მათ ვასალებს მაშინ გამოცდილება აშკარად არ ეყოთ. დღეს ისინი კვლავ სხვისი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ რუსეთი მიწასთან გაასწორონ. ჩვენ წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ნატოს მთელი სისტემა ღიად იბრძვის. ჩვენ  საკმარისი ძალები გვაქვს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას საკუთარი პირობებით მიაღწევს", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. 

2008 წლის ომის შედეგად 850 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულების ნახევარი - 412 - საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის, 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი. დაშავდა 1 747 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი 10 სამხედრო და 14 პოლიციელი ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები