მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის მერია ქალაქის შესასვლელში სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციისთვის მილიონამდე ლარს დახარჯავს

5e1e0f61eb4e4
თამთა ჯიჯავაძე
15.01.20 00:00
1894
რუსთავის მერია შესასვლელში ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოწყობისთვის მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საჭირო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 909 548 ლარია.

წინადადებების მიღება 30 იანვარს დაიწყება და 4 თებერვლამდე გაგრძელდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 150 დღეში უნდა დაასრულოს სამუშაოები.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, უნდა გაკეთდეს ქალაქის სახელწოდების კონსტრუქციები, მისასვლელი გზა, ღობე საყვავილეები და გარე განათება.