მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის საკარანტინე ზონად გამოცხადებაზე მსჯელობა არ ყოფილა - ვიცეპრემიერი

5e8700ef059d5
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 13:20
689
კონკრეტულად რუსთავთან დაკავშირებით მე დღეს ვერ გაგცემთ პასუხს. ამ ეტაპზე ეს მსჯელობა არ ყოფილა დღეს, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ყოველი ჩვენგანი დაიცავს დღეს არსებულ შეზღუდვებს, მთავრობას ამ შეზღუდვების გამკაცრება არ მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წესები გამკაცრდება საქართველოს ნებისმიერ ქალაქში.

„არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება, თუ ჩვენ ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში, რაიმე სახის აუცილებლობას დავინახავთ დამატებითი ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამკაცრების ასეთ ზომებს განვიხილავთ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსთავთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ არც რუსთავში, არც თბილისში, არც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე... შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი ზომების მიღება, თუმცა, დღევანდელი დინამიკის გათვალისწინებით მთავარია, რომ დავიცვათ უკვე დაწესებული შეზღუდვები, რომელთა დაცვის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ შეზღუდვების არსებული დონე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.