მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის ახალგაზრდა covid-გამოჯანმრთელებული იყო - სამინისტრო

5f96e29d1c794
ინგა მურუსიძე
26.10.20 18:57
1371
სამედიცინო უზრუნველყოფის და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროს ამირან გოგიტიძის განცხადებით, რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის ახალგაზრდა კოვიდ გამოჯანმრთელებული იყო.

საქმე იმაშია, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ; როგორც მედია წერს, მან კოვიდ სასტუმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.

"რუსთავში გარდაიცვალა 21 წლის ახალგაზრდა და ის იყო კოვიდ გამოჯანმრთელებული. კოვიდ ინფექციის დადასტურებიდანვე სასტუმროში მასზე ხორციელდებოდა ზედამხედველობა ექიმის მიერ. 25 ოქტომბერს გაეწერა სასტუმროდან და ის ამ დროს აღარ იყო კოვიდ დადებითი. გაწერის დროს ექიმის მხრიდან მოხდა შეფასება, თავს გრძნობდა კარგად, არ აღენიშნებოდა არავითარი ჩივილი. ვიმეორებ - აღნიშნული პირი კოოვიდ გამოჯანმრთელებული იყო. დღეს ნახეს გარდაცვლილი საცხოვრებელი სახლის ეზოში და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი არის გულის უეცარი გაჩერება და ის კოვიდ წესებით არ დაიკრძალება“, - განაცხადა გოგიტიძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა პაციენტთან მისვლა დააგვიანდა, გოგიტიძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.