მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში სპორტული კომპლექსი შენდება - სამუშაოების ღირებულება 19.3 მლნ ლარია

620782ad119b2
ინგა მურუსიძე
12.02.22 14:44
1551
„რუსთავის სპორტკომპლექსი იქნება მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებისთვის ის შესაძლებლობა, რომელიც ამ დიდ ქალაქს აქამდე არ ჰქონდა. წლის ბოლოს უკვე მისი დასრულება იგეგმება და ყველა თაობის, მათ შორის, პროფესიონალ სპორტსმენებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ შესაბამისი, თანამედროვე სტანდარტების სავარჯიშო სივრცეებით“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რუსთავში სპორტული კომპლექსის მიმდინარე მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს ქვეყნის 4 ქალაქში დაიწყო სპორტული კომპლექსებისა და ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა, რომელთა დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. 

ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს.

აღსანიშნია, რომ სპორტული კომპლექსი ორსართულიანი იქნება და მასში 1500 მაყურებელზე გათვლილი დახურული სპორტული დარბაზი მოეწყობა. სპოტრული დარბაზის და კომპლექსის სხვადასხვა სივრცეების გამოყენება შესაძლებელი იქნება სპორტის ისეთი სახეობებისთვის როგორიცაა კრივი, კალათბურთი, ხელბურთი, მინი ფეხბურთი და სხვა.

შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი და დასასვენებელი ოთახების და სველი წერტილების მოწყობა, იქვე განთავსდება ღია კაფე, სპორტული მაღაზია, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა. იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც, რომელთა გასწვრივ გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები დამონტაჟდება, მიმდებარე ტერიტორია კი გამწვანდება.

სპორტული კომპლექსის პროექტი საერთაშორისო ფედერაციების (FIBA, IHB, FIVB) სტანდარტების გათვალისქწინებით შემუშავდა.

სპორტული კომპლექსი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შენდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 19.3 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე ქვემო ქართლის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა. „საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები ვითარდება რომლის ფარგლებშიც კომპფორტული და უსაფრთხო გადაადილების გარდა, შესაძლებელია კონკრეტული მდებარეობების ერთმანეთთან უფრო დაახლოვება, დროის დაზოგვა, რაც საბოლოო ჯამში, დადებით ზეგავლენას იქონიებსს ეკონომიკის სტიმულირების კუთხით,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.